Forbes-მა 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა. წლევანდელი რეიტინგი ცამეტ ვარსკვლავს აერთიანებს, რომელთა შორის მუსიკოსები, მწერლები, სპორტსმენები და სხვა პოპულარული ადამიანები არიან.
გასული წლის მსგავად წლევანდელი ჩამონათვალის სათავეში, მაიკლ ჯექსონი მოექცა. ,,პოპის მეფის” შემოქმედებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მემკვიდრეებს 105 მილიონი დოლარი მოუტანა, რომლის დიდი ნაწილი 2024 წელს მისი მთავარი ჩანაწერების კატალოგისა და გამოცემის უფლებების ნახევრის Sony-ისთვის 600 მილიონ დოლარად მიყიდვის გარიგებიდან მოდის. საერთო ჯამში, ემჯეიმ გარდაცვალებიდან დღემდე, 3.5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ის 2009 წლის 25 ივნისს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა
აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად, წლევანდელ სიასაც 13-დან 10 წევრით, მუსიკოსები ლიდერობენ. მათი ქონების უდიდესი ნაწილი საავტორო უფლებებზე მოდის. იმ ვარსკვლავებს შორის კი, რომელთაც სიმდიდრე მუსიკალურ ინდუსტრიაში არ დაუგროვებიათ, დოქტორი სიუზი, არნოლდ პალმერი და კობი ბრაიანტი მოხვდნენ.
მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგში, ასევე შედიან: Pink Floyd-ის რიჩარდ რაიტი და სიდ ბარეტი, The Notorious B.I.G, მაილს დევისი, ელვის პრესლი, ჯიმი ბაფეტი, ბობ მარლი, ჯონ ლენონი და პრინსი.
ცნობისთვის, ,,ფორბსის” მიერ შედგენილი რეიტინგი მოიცავს გარდაცვლილი ვარსკვლავების მიერ მიღებულ შემოსავლებს გაყიდვებიდან, ლიცენზირების გარიგებებიდან, სტრიმინგიდან და ა.შ. ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა თემატური ჩამონათვალისთვის შემოსავლები, 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში დათვალა.