გამოცემა People-ის ცნობით, 28 წლის კაილი ჯენერი და 29 წლის ტიმოთი შალამე არ დაშორებულან, მეტიც, წყვილი მადლიერების დღის გატარებას ერთად აპირებს.
„ტიმოთი ლოს-ანჯელესში დაბრუნდა და კაილი ძალიან გახარებულია. ის ბედნიერია, რომ მათ ერთად შეუძლიათ გაატარონ ეს განსაკუთრებული დღე, სანამ ტიმოთი სამუშაოს გააგრძელებს“, – განაცხადა ინფორმატორმა.
ცნობისთვის, ორი კვირის წინ გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე ხმაურიანმა წყვილმა ორწლიან ურთიერთობას წერტილი დაუსვა.
„ტიმოთი გადაღებებითა დაკავებული, კაილი კი გრძნობს, რომ მის ტემპს ვერ ეწევა. ჯენერი უფრო მეტად ცდილობს ურთიერთობის შენარჩუნებას, ვიდრე ის“, – განაცხადა წყარომ რამდენიმე კვირის წინ.
ერთი ჟესტით ყველაფერი ცხადყო – რა ხდება კაილი ჯენერსა და ტიმოთი შალამეს შორის
