კეტი პერიმ თავისი ახალი გულის სწორი, კანადის ექს-პრემიერ მინისტრი, ჯასტინ ტრუდო თავის მუსიკალურ მსოფლიო ტურნეში Lifetimes Tour წაიყვანა. წყვილი ერთად ტოკიოში გადაიღეს, ისინი რესტორანში ხელიხელჩაკიდებულები მიდიოდნენ.
ცნობისთვის, პერი ტოკიოს სტუმრობს თავისი ტურნეს ფარგლებში, მას 3 და 4 დეკემბერს Saitama Super Arena-ში ორი კონცერტი აქვს დაგეგმილი.
შეგახსენებთ, ამ ზაფხულს კეტი პერი ცხრაწლიანი ურთიერთობის შემდეგ მსახიობ ორლანდო ბლუმს დაშორდა. დაშორებიდან სულ რამდენიმე კვირაში ინტერნეტში გავრცელდა ვარაუდი, რომ მომღერალმა ჯასტინ ტრუდოსთან ურთიერთობა დაიწყო, ისინი პირველად მონრეალში, რესტორანში ერთად შენიშნეს, მოგვიანებით კი პოლიტიკოსი კეიტის კონცერტს დაესწრო.
ცნობილი ხდება, თუ რით მოხიბლა კანადის ექს-პრემიერ-მინისტრმა კეტი პერი