LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 წლის შემდეგ, ბიონსე Met Gala-ზე გამოჩნდება და კოსტიუმების წვეულების თანაორგანიზატორის ამპლუას მოირგებს

200
photo-collage.png (17)

10 წლის შემდეგ, ბიონსე Met Gala-ზე წარდგება. მეტიც, არტისტი კოსტიუმების წვეულების თანაორგანიზატორი იქნება. ეს ამპლუა პირველად მან 2013 წელს მოირგო, უკანასკნელად კი მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან მოვლენას, 2016 წელს დაესწრო.

ცნობილი გახდა, რომ ბიონსესთან ერთად, Vogue-ის კონტენტ-კრეატორს, ანა ვინტურს ყველაზე გლამურული საღამოს წარმართვაში, ნიკოლ კიდმანი და ვინუს უილიამსი დაეხმარებიან.

კოსტიუმირებული გალა მიღების მიმდინარეობაში მონაწილეობას ასევე: საბრინა კარპენტერი, დოჟა ქეთი, ლისა, სემ სმიტი და სხვები მიიღებენ.

ღონისძიება ტრადიციულად მაისის პირველ ორშაბათს გაიმართება – წელს ეს დღე, 4 მაისს ემთხვევა.

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის განცხადებით, კოსტიუმების ინსტიტუტის მომავალი გამოფენის სახელწოდება და მთავარი თემა – ,,კოსტიუმების ხელოვნებაა” (Costume Art), რამაც ცერემონია და მისი ,,დრესკოდი” – ,,მოდა ხელოვნებაა” (Fashion Is Art) განსაზღვრა. წლევანდელი თემატიკა და ,,დრესკოდი” ხაზს უსვამს მოდის, როგორც თვითგამოხატვისა და ვიზუალური ხელოვნების ფორმას და სტუმრებს აძლევს საშუალებას წარმოადგინონ კრეატიული, ავანგარდული და სკულპტურული სამოსი, რომელიც სცდება ტრადიციული ტანსაცმლის ფარგლებს და ხელოვნების ნიმუშად აღიქმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები