Eurostat-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში საშუალო წლიურმა ხელფასმა 2024 წელს 5,2%-ით მოიმატა. EU-27-ის საშუალო მაჩვენებელმა წელიწადში 39 808 ევრო შეადგინა, რაც იმას ნიშნავს რომ ზრდა 2000 ევროა. სიახლის შესახებ Euronews წერს.
ხელფასების ოდენობით ლიდერი კვლავ ლუქსემბურგია – 82 969 ევრო წელიწადში, შემდეგ მოდიან დანია – 71 565 ევრო და ირლანდია – 61 051 ევრო.
რაიტინგის ბოლოში არიან ბულგარეთი – 15 387 ევრო, საბერძნეთი – 17 954 ევრო და უნგრეთი – 18 461 ევრო.
გერმანიისა და საფრანგეთის მაჩვენებლები საშუალო ევროპულ დონეს აღემატება: გერმანია – 53 791 ევრო და საფრანგეთი – 43 790 ევრო წელიწადში.
ესპანეთი და იტალია მე-12 და მე-13 ადგილებს იკავებენ თითქმის იდენტური საშუალო ხელფასით – 33 700 და 33 523 ევრო.
კვიპროსი ოდნავ ქვემოთ, მე-16 ადგილზე განთავსდა – 27 611 ევრო, ხოლო პორტუგალია – მე-18 ადგილზე 24 818 ევროთი წელიწადში.
ბოლოს, პოლონეთი 2023 წელთან შედარებით ერთი პოზიციით წინ წავიდა და 21 246 ევრო აქვს, რაც მას 22-ე ადგილს აძლევს.