თანამედროვე პოპ კულტურაში, ყოველი წლის იანვარი – მარტის პერიოდი ცნობილია, როგორც დაჯილდოებების სეზონი, რადგან სწორედ ამ დროის განმავლობაში იმართება ყველაზე პრესტიჟული კინო-ტელე თუ მუსიკალური დაჯილდოებები.
2026 წლის დაჯილდოებების სეზონი 4 იანვარს, 31-ე Critics’ Choice Awards-ით გაიხსნა.
დაჯილდოების ტრიუმფატორებად კინოს კატეგორიებში – ,,ფრანკენშტაინი” და ,,ცოდვილნი”, ხოლო სატელევიზიო კატეგორიებში სერიალი – ,,მოზარდობა” იქცა.
მთავარ მუსიკალურ ნომინაციაში – ,,საუკეთესო სიმღერა” გამარჯვებულად Netflix-ის ანიმაციური ფილმის KPop Demon Hunters საუნდტრეკი Golden დასახელდა.
ცნობისთვის, Golden იმავე ნომინაციაში ,,ოქროს გლობუსსა”და ,,გრემიზეცაა” წარდგენილი. წინასწარი პროგნოზებით, სიმღერას ,,ოსკარებზეც” წარადგენენ.
არიანა გრანდე ,,ოქროს გლობუსის” ნომინანტთა შორის მეორედ მოხვდა – დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია