LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დღეს კიდევ ერთი სიმღერის პრემიერა გაქვს, ლევან, შენი სახელი უკვდავია, შენი სიმღერები კი მარადიული“ – ლევან კბილაშვილის მიერ 2013 წელს ჩაწერილი სიმღერის ახლებური ვერსია

461
ლევან კბილაშვილი

2022 წელს გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის კიდევ ერთი ჩანაწერის ახალი ვერსიის მოსმენა მის გულშემატკივარს უკვე შეუძლია – ალექსანდრე ბასილაიას სიმღერა, რომელიც ლევან კბილაშვილის მიერ 2013 წელს არის ჩაწერილი, მუსიკოსმა და მსახიობმა, ზაზა ჭინჭარაულმა საკუთარი არანჟირებით სოციალურ ქსელში ახლახან გამოაქვეყნა.

ლევანმა ძალიან ბევრი, მაგარი ნამუშევარი დაგვიტოვა და ეს სიმღერები თანდათან გამოვა… კარგია, რომ ხალხამდე მივა და უფრო კარგად გაიცნობენ მას – ზაზა ჭინჭარაული

აღნიშნულ სიმღერას სოციალურ ქსელში ავრცელებს ლევან კბილაშვილის და – სალო კბილაშვილიც და ძმას ემოციური სტატუსით მიმართავს.

„რამდენიმე ხნის წინ ლევანიკო სიზმარში ნახეს… მოწყენილი ყოფილა: „კონცერტი არ მაქვს… იქნებ კონცერტისთვის მოვემზადოვო…“

ლევანიკო, დღეს კიდევ ერთი შენი სიმღერა გააცოცხლა ზაზამ. თითოეული ბგერა და თითოეული ნოტი, რაც მის კომპიუტერში ინახებოდა, არ დაუტოვებია უყურადღებოდ… ახალ არანჟირებებს უკეთებს და შენს სიმღერებს ისევ სუნთქვას აძლევს.

დღეს კიდევ ერთი სიმღერის პრემიერა გაქვს, ლევან. არ მოიწყინო… შენი სახელი უკვდავია, შენი სიმღერები კი მარადიული.

შობას გილოცავთ, ლევანიკო, იმიერი საქართველოდან“, – წერს ლევან კბილაშვილის და, სალომე კბილაშვილი სოციალურ ქსელში.

რამდენიმე ხნის წინ ლევანიკო სიზმარში ნახეს… მოწყენილი ყოფილა: „კონცერტი არ მაქვს… იქნებ კონცერტისთვის მოვემზადოვო…“…

Posted by Salo Kbilashvili on სამშაბათი, 06 იანვარი, 2026

ვიდეო: „ყველა გააქართველა… ყველას შეაყვარა საქართველო და ქართველები… სიგიჟე იყო ყველა კონცერტზე, განურჩევლად ქალაქის და ეროვნებისა“ – მელიტა ფურცელაძე ლევანის კონცერტის კადრებს გვიზიარებს

„ერთი რამ ვიცი, იმას რასაც ლევან კბილაშვილი ორგანულად აკეთებდა, რაც არ უნდა მოინდომონ, ვერ შეძლებენ, უბრალოდ არ გამოუვათ“ – რას წერს ლევან კბილაშვილის და გარდაცვლილ მომღერალზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g