LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იშვიათი Lamborghini Jalpa აუქციონზე გაიყიდება

112
1428x1428

ონლაინ-აუქციონზე Bring a Trailer გასაყიდად გამოჩნდა 1980-იანი წლების იშვიათი სპორტქარი – Lamborghini Jalpa, რომლის მსგავსი მსოფლიოში უკიდურესად მცირე რაოდენობით არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი 1981–1988 წლებში სულ 410 ეგზემპლარად იწარმოებოდა, აღნიშნული ავტომობილი განსაკუთრებულად იშვიათად ითვლება.

სპორტქარს გამოშვებიდან დღემდე სულ 4 900 კილომეტრი აქვს გავლილი, რაც მის საკოლექციო ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის. აუქციონის დასრულებამდე ექვსი დღით ადრე, საწყისი ფასი უკვე 70 ათას დოლარს გადასცდა.

წარმოების პერიოდში Jalpa Lamborghini-ს „ბაზისურ“ მოდელად ითვლებოდა, უფრო ხელმისაწვდომად და ტექნიკურად მარტივად, ვიდრე ლეგენდარული Countach. განსხვავებით ფლაგმანური V12 ძრავისგან, Jalpa აღჭურვილი იყო 3.5-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც დაახლოებით 250 ცხენის ძალას ავითარებდა და ხუთსაფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან მუშაობდა. ოფიციალური მონაცემებით, ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 6 წამში ახერხებდა.

ეს მოდელი ასევე განსაკუთრებულია იმით, რომ Jalpa გახდა ბოლო Lamborghini V8 ძრავით, სანამ ბრენდმა Urus-ის კროსოვერი წარმოადგინა.

ამერიკული ბაზრისთვის სულ დაახლოებით 100 Jalpa იყო განკუთვნილი, ხოლო ყვითელი შეფერილობა Giallo Fly მხოლოდ შვიდ ეგზემპლარს ჰქონდა. გასაყიდ ავტომობილს აქვს დამატებითი ანტიფრთა, მოსახსნელი სახურავის პანელი და კორპუსის ფერში შეღებილი 16 დიუმიანი OZ დისკები.

იშვიათი და კარგად შენახული Lamborghini Jalpa დღეს კოლექციონერებისთვის ნამდვილ აღმოჩენად ითვლება და აუქციონზე საბოლოო ფასმა შესაძლოა მნიშვნელოვნად მოიმატოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები