როგორ იტანს ღვიძლი ალკოჰოლს? როდის არის საგანგაშო ღვიძლის დაზიანება იგივე ციროზი, რა იწვევს ღვიძლის გაცხიმოვნებას და ღვიძლის უკმარისობას? – ხშირად დასმულ კითხვებს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ჰეპატოლოგი, ინფექციონისტი, კახაბერ ჩომახიძე „პაციენტის“ ეთერში პასუხობს:
„ჯანმრთელი ღვიძლისთვის დასაშვები ღვინის რაოდენობა არის 250 მილილიტრი. რატომღაც არ მჯერა, რომ ადამიანი დაჯდეს და სუფრაზე და 250 მილილიტრი ღვინით შემოიფარგლოს, ეს მარტო საქართველოში არ ხდება, ევროპაში ჩვენ ფილმებში ვუყურებთ, ჭიქას დაიდგამენ და მთელი დღე სვამენ, მაგრამ ეს არ არის ასე, იქაც აგრძელებენ დალევას იმ ერთი ჭიქის შემდეგ, მაგრამ ჯანმრთელ ღვიძლს ეს უნარი აქვს, რომ აღიდგინოს ის, რასაც ალკოჰოლი დააზიანებს და მეორე დღეს ჯანმრთელმა ადამიანმა რომ გაიკეთოს ანალიზი, აბსოლუტურად ნორმაშია ფუნქცია. ძალიან სხვა ვითარებაა იმათთან ვისაც დაზიანებული აქვს ღვიძლი, თუნდაც იგივე B და C ჰეპატიტი აიღე, იგივე სხვა ალკოჰოლური ჰეპატიტის არსებობს და რომ აგრძელებენ სმას, მერე ის უკვე გადადის ძალიან შეუქცევად ცვლილებებში, რაც შესაძლოა მერე ფატალურ შედეგებამდე მივიდეს“, – ამბობს ექიმი.
