LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის უკვე ათი წელია ცდილობს, ცნობილი გახდეს“ – ბელა და ჯიჯი ჰადიდების უფროსი და ნიკოლა პელტცის შესახებ მწვავე კომენტარს აკეთებს

2795
page

იმ ფონზე, როცა სკანდალი ბრუკლინ ბექჰემისა და მისი მშობლების, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების გარშემო არ ცხრება, ბელა და ჯიჯი ჰადიდების უფროსმა დამ, ალანა ჰადიდმა, ნიკოლა პელტცის შესახებ მწვავე განცხადება გააკეთა.

ჯიჯი და ბელა ჰადიდების 40 წლის და, ისევე როგორც ნიკოლა პელტცთან წარსულში დაახლოებული სხვა პირები, სოციალურ ქსელებში აქტიურად ჩაერთო ვარსკვლავური ოჯახის კონფლიქტის განხილვაში.

„ამ გოგოს არანაირი პირადულობა არ გააჩნია. ის უკვე ათი წელია ცდილობს, ცნობილი გახდეს“, – დაწერა ალანამ და დამცინავი „ემოჯიც“ დაურთო.

ცნობისთვის, ნიკოლა და ჰადიდების უმცროსი ძმა, ანვარი ერთმანეთს ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. ურთიერთობის დაწყების დროს პელტცი 22 წლის იყო, ხოლო ანვარი მხოლოდ 17-ის, რაც ჰადიდების ოჯახში უკმაყოფილებას იწვევდა. იმ პერიოდში ანვარს ძლიერი გრძნობების ფონზე, ოჯახთან კონფლიქტი მოუვიდა და მშობლებსა და დებს სოციალურ ქსელებში გამოწერაც კი გაუუქმა. თუმცა, ნიკოლასთან დაშორების შემდეგ, მან ოჯახთან ურთიერთობა აღადგინა. სწორედ ასევე მოიქცა ბექჰემების უფროსი ვაჟი, როცა „ინსტაგრამზე“ მშობლებისა და და-ძმის გამოწერა გააუქმა.

„ტოქსიკური ნიკოლა პელტცი“ – ბექჰემების რძალი ჯიჯი და ბელა ჰადიდების ძმასა და ოჯახს ანალოგიურად მოექცა – მედიაში უახლესი დეტალები ვრცელდება

„ის მონსტრია“ – ნიკოლა პელტცის სტილისტი დუმილს არღვევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები