LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის შემაძრწუნებელი აუდიოჩანაწერები სკანდალურ დოკუმენტურ სერიალში

1712
page

„პოპის მეფის“, მაიკლ ჯექსონის აქამდე გაუხმაურებელი აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ის ბავშვების მიმართ საკუთარ „ინტიმურ“ ფიქრებსა და გრძნობებზე საუბრობს, ახალ სატელევიზიო დოკუმენტურ სერიალში გამოქვეყნდება. ჩანაწერებმა უკვე გამოიწვია მწვავე რეაქცია მათი შემაძრწუნებელი შინაარსის გამო.

აუდიომასალაში სუპერვარსკვლავი გულწრფელად საუბრობს ბავშვების მიმართ საკუთარ მიჯაჭვულობაზე და შინაგან განცდებზე. ერთ-ერთ განსაკუთრებით შემაშფოთებელ მონაკვეთში ჯექსონი ამბობს, რომ ბავშვების გარეშე ცხოვრება მისთვის აუტანელი იქნებოდა.

„თუ ახლა მეტყოდი… მაიკლ, შენ ვეღარასდროს ნახავ სხვა ბავშვს… თავს მოვიკლავდი“, – ამბობს ის ჩანაწერში.

ჩანაწერები ახალ „რგოლს“ აჩენს ჯექსონის ურთიერთობაზე სიმსივნე გადატანილ ბავშვთან, გევინ არვიზოსთან, რომელმაც მოგვიანებით იგი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მან 2005 წელს გამართულ სისხლის სამართლის პროცესში ჯექსონს ბრალი წაუყენა. კადრებში ჩანს, როგორ ატარებს ჯექსონი დროს არვიზოსთან მარტო, პიკნიკებზე, Neverland-ის ტერიტორიაზე.

2005 წლის სასამართლო პროცესზე მაიკლ ჯექსონი გამართლდა ყველა წარდგენილ (14) ბრალდებაში, მათ შორის, ბავშვზე ძალადობის ოთხ ეპიზოდში, ბავშვის ალკოჰოლით დათრობისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებებში, ასევე შეთქმულებაში, რომლის მიხედვითაც იგი თითქოს არასრულწლოვანსა და მის ოჯახს კალიფორნიის რანჩოზე აკავებდა.

აუდიოჩანაწერები ბრიტანულმა კომპანიამ Wonderhood Studios მოიპოვა Channel 4-ის ახალი ოთხნაწილიანი სერიალისთვის, სახელწოდებით, „The Trial“, რომლის პრემიერაც მომავალ კვირას შედგება. ფილმი 2005 წლის სასამართლო პროცესამდე მომხდარ მოვლენებზეა ფოკუსირებული.

ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც ჩანაწერები უკვე მოისმინა, განაცხადა:

„მაიკლ ჯექსონის ბავშვებისადმი დამოკიდებულებაში რაღაც უკიდურესად უცნაური და შემაძრწუნებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი მის არაბიოლოგიურ შვილებზეა. მისი ხმით ამ თემებზე საუბრის მოსმენა, იმის ფონზე, რომ იგი სექსუალურ ძალადობაში იყო ბრალდებული, სერიოზულ კითხვებს აჩენს მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, აზროვნებასა და სამწუხაროდ, მის განზრახვებზე“.

სერიალის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, ტომ ენსტისმა კი განაცხადა:

„მაიკლ ჯექსონის ეს აქამდე გაუგონარი აუდიოჩანაწერები გვაძლევს იშვიათ შესაძლებლობას შევიხედოთ მის ფსიქიკაში და სულში. ისინი გვთავაზობენ ახალ გაგებას იმისა, ვინ იყო სინამდვილეში მაიკლ ჯექსონი, რას ფიქრობდა ის და რა მოვლენებმა ჩამოაყალიბა მისი ცხოვრება“.

მარლონ ბრანდო შესაძლოა, მაიკლ ჯექსონის ერთ-ერთი შვილის ბიოლოგიური მამა იყოს – ჰოლივუდში ახალი სკანდალი მწიფდება

უცნაური სათამაშოები, რომლებიც მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ, მის ცნობილ რანჩოზე იპოვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები