ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.
„ყოველ ჯერზე გადაცემაში ჩემი პოზიციის გაჟღერება დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული.
ხუთი წლის წინ როცა მკვლელები დაიჭირეს, ნაცნობ უცნობი, პირად საუბრებში გაკვირვებას გამოხატავდა, რაღა აწუხებთო!!!!
ხუთი წლის შემდეგ მადლობა ღმერთს და სურათი საგრძნობლად შეიცვალა!!!! გამოჩნდა ახალი გარემოებები და უცბათ გამოჩდნენ ისევ ადამიანები, ისევ სვავენ
კითხვას ახლა რა უნდაო კიდევ???
მხოლოდ სამართალი!!!!!
იყოს ჩემს გვერდზე ეს სტატუსი, ბევრი ასეთი სტატუსია ჩემს გვერდზე სარკესავით რომ არის!
მთავარია ჩაუღრმავდეს ადამიანი და თავს დაინახავს საკუთარს!!!!
დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო.
მადლობა ადამიანებო ვინც ღვთის შთაბერილ სულს არაფრის ფასად არ გაჰყიდით!!!“, – წერს იზა ომაძე.
ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბუსა ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
