„ოთხი შვილი, ექვსი შვილიშვილი, ერთი შვილთაშვილი მყავს“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნუგზარ რუხაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში, „ნოესთან“ ისაუბრა.
რუხაძე ამბობს, რომ მუდამ ენატრება თავისი დიდი ოჯახი, რადგან შვილებთან მხოლოდ ინტერნეტით ურთიერთობს.
ვიდეო: „ჩემი ტირილი ესმოდა მთელ საბურთალოს, ბღავილი… მაგრად მენატრება…“ – ნუგზარ რუხაძე მეუღლის გარდაცვალებაზე
ნოე სულაბერიძის გადაცემაში „იმედზე“ ნუგზარ რუხაძე სტუმრობს.
„ოთხი შვილი მყავს, მათ შორის ერთი გერი, 6 შვილიშვილი. მეშვიდე იბადება მალე, მაისის თვეში. ერთი შვილთაშვილი. შვილები ყველა წარმატებული, დამოუკიდებელი, მოყვარული, ტკბილი თაფლივით, მაგრამ ყველა შორს… არც ერტთი არ არის აქ.
შვილებთან ვირტუალური ურთიერთობა მაქვს მხოლოდ – ინტერნეტით, „ფეისბუკით“…
შორს არიან და თუ რეალურად არ განახორციელე ეს სიყვარული, შორიდან სიყვარული ერთია და აქ რომ იყვნენ, ვიქნებოდი უკეთესი, ხელში არ მყავს არც ერთი და რანაირად იქნები გადასარევი მამა და ბაბუა?
სულ დაფანტულები ვიყავით, სულ სადღაც ვიყავით. ჩემს ძმაკაცებს რომ ვუყურებ, კლასიკური ოჯახები რომ აქვთ ვგიჟდები. ყველას სახლში ჰყავს შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი… არის ერთი ფერება და სიამტკბილობა, მე კი ვარ ასე მარტო…“ – ამბობს რუხაძე.
