LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაკითხვა რომ მიდიოდა სასიძო ვინ არისო, ერთმა უთხრა ეს ის არის, ნაშვილები რომ არისო, ჩემმა ძმამაც არ იცოდა ნაშვილები რომ იყო…“ – როგორ შეიტყო ზურა მანჯავიძემ, რომ კიდევ ერთი ძმა ჰყავდა

4541
ზურა მანჯავიძე

მომღერალი ზურა მანჯავიძე სატელეფონო ზარს იხსენებს, როდესაც კიდევ ერთი ძმის არსებობის შესახებ შეატყობინეს.

ამის შესახებ მომღერალმა თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“ ისაუბრა.

ვიდეო: „დედაჩემს მძიმე მშობიარობა ჰქონდა და უთხრეს, ბავშვი გარდაიცვალაო… გვეგონა, ექვსი დედმამიშვილი ვიყავით და შვიდნი აღმოვჩნდით“ – ზურა მანჯავიძე

მომღერალი ზურა მანჯავიძე თამუნა მუსერიძის პოდკასტის „ვეძებ“ სტუმარია, რომლის ეთერშიც თავისი დედმამიშვილის შესახებ გვიყვება.

„თქვენ თუ იცით, რომ კიდევ ერთი ძმა გყავთო. კი როგორ არ ვიცი, ძმების მეტი რა მყავსთქო ვუპასუხე. კიდევ ერთი ძმა გყავთ, რომელიც შენ არ იციო. შემდეგ ტელეფონი გაითიშა, ვიფიქრე, რომ ვიღაც მაშაყირებს.

ეს იყო ჩემი ძმის მეუღლე, რომელმაც ეს ამბავი გაიგო მაშინ, როდესაც ცოლად უნდა გაჰყოლოდა ჩემ ძმას.

გაკითხვა რომ მიდიოდა იმის სასიძო ვინ არისო, ერთ-ერთმა უთხრა ეს ის არის, ნაშვილები რომ არისო და აქედან წამოვიდა ეს საუბარი. ჩემმა ძმამაც არ იცოდა ნაშვილები რომ იყო და ეს საუბრები რომ მივიდა მის ყურამდე, მივიდა დედამისთან და უთხრა, რომ ასეთი რაღაცები მესმის და რაშია საქმეო. საბედნიეროდ დედამისმა ეს არ დაუმალა და უთხრა“ – ამბობს მანჯავიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g