ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მორიგ სასარგებლო რჩევას უზიარებს, რომელიც ყავის მოყვარულებს ეხება.
„თუ თქვენ ხართ ყავის რეგულარული მომხმარებელი და მას ხშირად მიირთმევთ, ასევე პერიოდულად გაწუხებთ თავის ტკივილი, ნახეთ რა არის ამის საიდუმლო.
ბუნებრივია, ვინც ყავას ხშირად სვამს, მათში კოფეინის დონე მაღალია. ის კი სისხლძარღვებს ავიწროვებს, მათ შორის თავის ტვინის სისხლძარღვებსაც. როდესაც თქვენ ყავას ვეღარ დალევთ და გავა 12 საათი, თქვენი თავის ტვინის სისხლძარღვები გაფართოებას დაიწყებს. შედეგად დაგეწყებათ თავის ტკივილი, რომელიც მანამდე გაგრძელდება, სანამ ყავას არ მიიღებთ“, – საუბრობს გიორგი ღოღობერიძე.
ვიდეო: „ფეხი გამენასკვა“…რა არის ამის მიზეზი?“ – გიორგი ღოღობერიძის განმარტება
