LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული, რადგან უშუალოდ ჩემი შვილის მკვლელობის სურათი ნანახი არ მქონდა – ვუყურე ვიდეოს და შოკი მივიღე, სასამართლო დარბაზში დიდხანს ვერ გავჩერდი“ – მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა

982
ეკა კუპატაძე

„მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული, რადგან არ მქონდა ნანახი უშუალოდ მკვლელობის სურათი, ეს ვნახე, იყო უმძიმესი“, – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დასკვნითი სიტყვის მოსმენა მისთვის მძიმე იყო.

პროკურორი – ექსპერტებმა გამორიცხეს, რომ გიგა ავალიანი დარტყმის შედეგად ასფალტზე კეფით დაეცა და დაზიანება ამ დროს მიიღო – მას შუბლის ძვალი მოტეხილი აქვს პირდაპირი დარტყმის შედეგად, ფეხზე მდგომს

„ვაცნობიერებდი, რომ დასკვნითი სიტყვის მოსმენა მძიმე იქნებოდა მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალები წერტილ-მძიმიანად ვიცი. თუმცა, მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული, რადგან უშუალოდ ჩემი შვილის მკვლელობის სურათი არ მქონდა ნანახი. ვუყურე ვიდეოს, რომელიც მე ნანახი არ მქონდა და შოკი მივიღე, დარბაზში დიდხანს ვერ გავჩერდი და გამოვედი.

ალექსანდრე გაბაშვილს ტელეფონში ძალადობებზე ჰქონდა „ფილმი“.

ამაზრზენი იყო დასკვნით სიტყვაში გაჟღერებული ფაქტები, კერძოდ რიკაძის ბებიის ჩანაწერი, რომელიც სახლში არის გადაღებული და ამბობს – „რამდენჯერ ვუთხარი, ამას ტელეფონში ნუ ინახავთქო“, ის კი არ უთქვამს ნუ ურტყამთო, არამედ – „ამას ტელეფონში ნუ ინახავთ, საშიშიაო“.

რიკაძის დედა ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილის დედამ, ხათუნამ დამირეკაო და მითხრაო – „პოლიცია მოდის ჩხრეკაზეო“. მე რომ ვამბობ, რომ ფარული ზარებით ალექსანდრე გაბაშვილმა იცის რა დროს, რა ხდება, ეს მართალი ყოფილა და პროკურორმა ქეთი სონიძემაც დაადასტურა.

გიორგი რიკაძის დედას, თინათინ პაპასკირს შენახული და გამზადებული ჰქონდა ნეონაცისტური დაჯგუფებების დამახასიათებელი სიმბოლიკები და დარდობდა, რომ გადაყრა ვერ მოასწრო. იმას კი არ დარდობს, ხალხს ურტყამენ, არამედ ის, რომ გადაყრა ვერ მოასწრო. ეს კი გარკვეულწილად აღიარებითი ჩვენებაა.

ასევე, ჩანს, რომ „ორ ნაბიჯში“ შედის სამი მოძალადე, იქიდან ახალგაზრდა გამოჰყვათ და მოლარე მეორე თანამშრომლებს ეუბნება, კარები დაკეტე კიდევ არ შემოვიდნენო. ის კი არა, რომ ხმა ამოიღოს და იყვიროს, რომ ასეთი რამე მოხდა.

იმ ხალხს, რომლებიც დაზარალებულები არიან, დედა არ ჰყავდათ? მაინც და მაინც ჩემი შვილი უნდა მომკვდარიყო? ყველა საშიში ხართ ამათ ხელში. ესენი არიან სისხლმოწყურებული ავადმყოფები. ამათი გამოსწორება არ იქნება. ციხეს მაშინ აქვს აზრი და წლებს, რომ თუკი ის გამოასწორებს, ამათი გამოსწორება არ იქნება, ესენი არიან დაავადებულები, სისხლმოწყურებულები“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ვიდეო: „24 წლის ასაკში 2 პატარა ბავშვით დავრჩი მეუღლის გარეშე…ძალიან მიყვარდა და მიჭირდა“ – ეკა კუპატაძე განვლილ რთულ ცხოვრებაზე

„სოფელში ქალი და კაცი ერთდროულად ვიყავი, ვენახიც მომიწამლავს, სახურავიც გადამითოვლავს, ხარებსაც გავძღოლივარ… არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g