ჩაქვში, ქვეითად მოსიარულე 35 წლის მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა – მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
