LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონმა ახალი სიმღერა გამოუშვა, რომელიც მომღერლის მიერ ბოლო წლებში გადატანილ ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლის სიმბოლოდ აღიქმება

182
photo-collage.png (16)

სელინ დიონმა ახალი ფრანგულენოვანი სინგლი – Dansons გამოუშვა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ალბომის – Courage სიმღერების შემდეგ, ეს არტისტის პირველი ორიგინალური სტუდიური ჩანაწერია.

სიმღერის ავტორი და თანაპროდიუსერი ლეგენდარული ფრანგი მუსიკოსი, ჟან-ჟაკ გოლდმანია, რომელთანაც დიონმა პირველად 1995 წელს ფრანგულენოვან ალბომზე – D’eux ითანამშრომლა.

Dansons ემოციური ბალადაა, რომელიც ეხება მდგრადობას, იმედსა და ცხოვრების გაგრძელებას რთულ პერიოდებში და აღიქმება მომღერლის მიერ ბოლო წლებში გადატანილ ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლის სიმბოლოდ.

საგულისხმოა, რომ სიმღერის პრემიერა წინ უსწრებს სელინის დიდ დაბრუნებას სცენაზე — შემოდგომაზე დაგეგმილ კონცერტებს Paris La Défense Arena-ზე.

როგორც ცნობილია, სექტემბერ-ოქტომბერში პარიზში დაგეგმილ 16 კონცერტზე დასასწრები 480,000 ბილეთი რეკორდულ დროში, 4-დღიან ვადაში სრულად გაიყიდა. უპრეცედენტო მოთხოვნის გამო, 9 მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა ბილეთების შესაძენად, რაც ამ ,,ქამბექს” ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მუსიკალურ მოვლენად აქცევს და მომღერლის გლობალურ პოპულარობაზე მიუთითებს.

შეგახსენებთ, რომ მომავალი კონცერტების სერიით სელინ დიონი სცენაზე, 2022 წლის შემდეგ დაბრუნდება. ცნობილი ფაქტია, რომ 2022 წლის შემოდგომაზე მუსიკოსს იშვიათი და განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადების – გაშეშებული ადამიანის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც იძულებული გახდა დაგეგმილი მსოფლიო ტურნე გაეუქმებინა.

ფოტო/ვიდეო: „მზად ვარ ამისთვის, მე ძლიერი ვარ!“ – ლეგენდარული სელინ დიონი დაბრუნდა – ცნობილია კონცერტების თარიღები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები