თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე გამოაცხადა. 12-ვე მსაჯულმა ბრალდებული ერთხმად სცნო დამნაშავედ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.
სასამართლო პროცესის პარალელურად, საქმეზე საზოგადოებრივი ინტერესი არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ თავად გერსამია ბრალს არ აღიარებს, მოკლული ლუკა დარასელიას დედა დარწმუნებულია, რომ ბრალის წარდგენის შემდეგ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობს. მან ისიც თქვა, რომ წამითაც არ უგრძნია ის მომენტი, რომ თეკლა გერსამიას სინანულის გრძნობა ჰქონოდა.
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც მოკლულის დედასთან, ინგა ესართიასთან ჩაწერა ინტერვიუ, საზოგადოებაში არსებულ სტიგმებსა და საქმის მძიმე ემოციურ ფონზე ამახვილებს ყურადღებას. თავად გადაცემას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მოკლული ლუკა დარსალიას დედასთან ინტერვიუს თავად ნანუკაც ეხმაურება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ხშირად დანაშაულის „გამართლებას“ ან მიზეზებს მსხვერპლის მხრიდან ძალადობაში ეძებს, ამ შემთხვევაში რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა.
„ზოგიერთ ადამიანს კითხვა აქვს, შეიძლება თავს იცავდაო… თეკლა ურთიერთობაში ყოფილა დაქალის საქმროსთან… იმდენ მამაკაცთან ჰქონია მიმოწერა, ალბათ, ლუკამ გაიგო…“ – რას ჰყვება თეკლა გერსამიას მიერ მოკლული ლუკა დარასელიას დედა
დედის ვერსიით, მკვლელობის დღეს ლუკამ, სავარაუდოდ, ნახა ერთ-ერთი სასიყვარულო შეტყობინება ან შეიტყო დაქალის საქმროსთან ურთიერთობის შესახებ.
„გადაცემაში მყავდა გოგო უფრო, ვიდრე ქალი. 41 წლის გოგო, რომელსაც შვილი მოუკლა „ტიკტოკერმა“ გოგომ. ეს ბიჭი სამეგრელოში დაიბადა და გაიზარდა, წარმოიდგინეთ რამდენი ტრადიციის გათვალისწინება უწევდა. იქ მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ნათესავები, ახლობლები, ოჯახი. მიუხედავად ამისა, ამ სტიგმებით სავსე ქვეყანაში მოახერხა, შვილიანი გოგოს ცოლად მოყვანა. ამბავი როგორ დასრულდა? მოდი გულწრფელად ვთქვათ, რომ ერთხელ მაინც გაგვიფიქრებია ყველას, რომ ეს ბიჭი ხომ არ ძალადობდა ამ გოგოზე? და ხომ არ იყო ეს ყველაფერი თავდაცვა?
თუმცა როცა იგებ, რომ არანაირი წინაპირობა ძალადობის არ იყო, ფიქრობ, რომ ამ დროს ამ გოგოს გულშემატკივარი თუ ჰყავს. მესმის, რომ დედისთვის რთულია საკუთარ შვილზე უარის თქმა, განსაკუთრებით პატიმარ შვილზე უარის თქმა, მაგრამ მაინც ეს კითხვა მქონდა – ამ გოგოს გულშემატკივარი თუ ჰყავს, იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაც მოხდა“, – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.
@nanukashow ტიკტოკერ გოგოს 20 წელი მიუსაჯეს. დედის ამბავზე გიყვებით. https://youtube.com/@umravlesoba?si=ZAe4zFNXrmI_Ai6Q
♬ original sound – Kayla Praise
