LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირმიკო… ძალიან მენატრები! ვნანობ, ყველა წუთს როცა ერთად არ ვიყავით, ყველა უპასუხო ზარს, საშინლად – აუტანელი და მტკივნეულია ყველა ნივთი, ამბავი და მოგონება რომელიც გიკავშირდება…“ – მარიამ გაფრინდაშვილი

664
მარიამ გაფრინდაშვილი

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ და გარდაეცვალა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და იმ რთულ დღეებზე წერს, რომლის გავლაც ცხოვრების ამ ეტაპზე უწევს.

„ჩემი ყველაზე კეთილი და აღარ მყავს“ – ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„მე ცხოვრების ათვლა დავიწყე 25 მარტის გამთენიისას… მხოლოდ ეს მახსოვს რომ მყავდი: კეთილი, ლამაზი, ნიჭიერი, დარდიანი და უღალატო შვილი ირმიკო. სხვა არაფერი და ვერაფერი გავიგე შვილო ამ ცხოვრების“ – მარიამ გაფრინდაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ირმიკო …

ძალიან მენატრები 😞 25 მარტის შემდეგ სიანამდვილეში -ყველა დღე წინაზე მძიმე და აუტანელია… 

მე არ მჯერა რომ ამ ტკივილის, მონატრების და სიცარიელის მკურანალი რამე არსებობს. არც დრო… 

არ ვიცი როგორ გრძელდება ცხოვრება „მერე იქ“ ან აქ დედამიწაზე მაგრამ ახლა – ვნანობ, ყველა წუთს როცა ერთად არ ვიყავით, ყველა უპასუხო ზარს, საშინლად – აუტანელი და მტკივნეულია ყველა ნივთი, ამბავი და მოგონება რომელიც გიკავშირდება…

რეალობის დაბლოკვას ათასი იდიოტობით ცდილობს ჩემი ტვინი – რა არ ვცადე მაგრამ, შეუძლებელია…

ცარიელი და ყველაზე სევდიანი ადგილია ახლა ჩვენი საყვარელი სახლიც, სადაც მთელი ცხოვრება, ყველაზე ბედნიერი წლები, ზოგჯერ ცუდი დღეები და ამბები ერთად  გავატარეთ და გადავიტანეთ… ვერ ვიღებ ამ რეალობას რომ არ ხარ. 

საშინელი უსამართლობის განცდა მაქვს და გთხოვ, ისევ შენ დამეხმარე რომ გავთავისუფლდე – ირმა გაფრინდაშვილი მიყვარხარ“, – წერს მარიამ გაფრინდაშვილი. 

„მეცოდება.. და მთელი გულით თანავუგრძნობ იმ ადამიანს და მის ოჯახს – რომელმაც ,შენი მკვლელობის ტვირთი მთელი ცხოვრება უნდა ატაროს“ – მარიამ გაფრინდაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g