პროფესიონალი მოკრივე და სამხედრო მოსამსახურე, ელენე სიყმაშვილი გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდა.
სპორტსმენმა გადაცემაში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის უპასუხა შეკითხვას, თუ რომელი საქციელია მისთვის მიუღებელი მამაკაცისგან. ამავე ეთერში სტუმრობის დროს მან აღნიშნა:
„მე ძლიერი ვარ და შემიძლია, მამაკაცს კისერი მოვუგრიხო; ჯობია კაცებს ეძმაკაცო და სანადიროდ იარო მათთან ერთად, ვიდრე ქალებთან „შილაკებზე” ვიარო…
მე ძალიან არ მესმის იმ კაცების კატეგორიის, 50-60 წლის ადამიანებს, გინდ ახალგაზრდას, ევროპაში სამუშაოდ რომ უშვებენ.
ცოლს რომ ემიგრაციაში გაუშვებ და ქალის სადღეგრძელოებს სვამ, რომელ პატივისცემაზეა საუბარი.
ქალი რომ ოჯახიდან გავა და ქვეყნის გარეთ წავა, მისთვის არავინ აღარ ხარ“, – აღნიშნა ელენე სიყმაშვილმა.
ვიდეო: „კიდევაც ვცემ“ – ვინ ცემა ინტერვიუს შემდეგ ელენე სიყმაშვილმა
