LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „10 ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა ინსულინზე რეზისტენტული იყოთ“ – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი მიმართვა

1442
2026-05-02_23-41-21_021899

ექიმი გიორგი ღოღობერიძე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს, რომელიც ინსულინზე რეზისტენტულობას ეხება.

„10 ნიშანი, რომ ბევრ ნახშირწყალს იღებთ და შეიძლება იყოთ ინსულინზე რეზისტენტული.

  1. კანის გამუქება სხვადასხვა ადგილებში, სადაც ხახუნი მეტია. კისრის, იღლიების, იდაყვების და მუხლების არეში. ეს ყველაზე ადრეული და მკაფიო ნიშანია იმისა, რომ თქვენი ორგანიზმი დახმარებას საჭიროებს.
  2. კიდევ ერთი ნიშანია, იღლიების, კისრის არეში გაჩენილი რბილი, პაპილომების მსგავსი წანაზარდები. როდესაც ინსულინი მეტია, კანზე წანაზარდები მეტია.
  3. მუცლის არეში სიმსუქნე. საქართველოში ამას ღიპს ეძახიან. აუცილებელია ამ დროს ექიმის დახმარება, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო არ გაგირთულდეთ. როდესაც ინსულინი ბევრია, მაშინ ცხიმის წვა არ ხდება და პირიქით გროვდება.
  4. სახის შეშუპება. როდესაც ინსულინი ბევრია, სწორედ ამ დროს იჩენს თავს ეს სიმპტომი.
  5. აკნე და ცხიმიანი კანი. ეს სიმპტომები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჭარბ ინსულინთან.
  6. იწყება თმის ცვენა, ან პირიქით ჭარბთმიანობა.
  7. ჭრილობის ნელი შეხორცება. გაიჭერით თითი და მალე არ ხორცდება. ის ნიშანია იმისა, რომ სხეულში ბევრი გლუკოზაა.
  8. წითელი წერტილები კანზე. მანიშნებელია იმისა, რომ იწყება ახალი სისხლძარღვების ფორმირება.
  9. შეშუპებული კოჭები. ჭარბი ინსულინის გამო, წყალი ქვედა კიდურებში იწყებს დაგროვებას.
  10. თვალბუდეების შეშუპება.

ეს არის სწორედ ის ათი ნიშანი, რომელიც მანიშნებელია იმისა, რომ შესაძლოა თქვენ იყოთ ინსულინზე რეზისტენტული“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ვიდეო: „ფეხი გამენასკვა“…რა არის ამის მიზეზი?“ – გიორგი ღოღობერიძის განმარტება

რა დროით შეიძლება საახალწლო კერძების სუფრაზე დატოვება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

5 მედიკამენტი, რომელთან ერთადაც ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რჩევა

ვიდეო: „საკვების მიღების შემდეგ ამ ერთი მარტივი ქმედებით თქვენს სისხლძარღვებს წლობით შეინახავთ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

ვიდეო: „დილით წყლის მიღება მშვენიერია, მაგრამ ბევრი ამას არასწორად აკეთებს“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g