„წინა ქიმიების კურსზე, ქიმიიდან მეათე დღეს თავის გადაპარსვა მომიწია. ახლა კი ჯერ ერთი ღერიც არ ჩამომვარდნია“, – ამ სათაურით ვიდეოს სოციალურ ქსელში ვიზაჟისტი და „ტიკტოკერი“ ლიკა გაგნიძე ავრცელებს, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი ხელმეორედ ცოტა ხნის წინ დაუსვეს.
ლიკა სამკურნალოდ თურქეთში იმყოფება და ყოველდღიურად უზიარებს გამომწერებს ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი.
„ექიმმა გადასხმის მეორე კვირიდან დაგცვივდებაო და რავიცი ჯერჯერობით ისევ ჩემთანაა ჩემი კულულები❤️🙈“, – წერს ლიკა „ტიკტოკზე“.
@likiita ექიმმა გადასხმის მეორე კვირიდან დაგცვივდებაო და რავიცი ჯერჯერობით ისევ ჩემთანაა ჩემი კულულები❤️🙈
♬ sonido original – selyn
