LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

63 წლის დემი მური „ჟაკმუსის“ ვერცხლისფერ კაბაში „კანის კინოფესტივალის” წითელ ხალიჩაზე

2120
დემი მური

კანის 79-ე კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. წითელ ხალიჩაზე, რომელიც ტრადიციულად წინ უძღოდა მსოფლიოს წამყვანი კინოფესტივალის გახსნის ცერემონიას, გამოჩნდნენ დემი მური, ჰაიდი კლუმი, კელი რუტერფორდი, ჯეინ ფონდა, ნატალია და მურად ოსმანები, პოპი დელევინი, ჯეიმს ფრანკო შეყვარებულთან, იზაბელ პაკზადთან ერთად, ფილიპინ ლერუა-ბოლიე, ჯოან კოლინზი და სხვები.

63 წლის დემი მური, რომელიც წელს ჟიურის წევრი იყო, ფოტოგრაფებისთვის „ჟაკმუსის“ ვერცხლისფერ კაბაში პოზირებდა, რომელსაც „შოპარდის“ შთამბეჭდავი ყელსაბამი ამშვენებდა. 52 წლის ჰაიდი კლუმს ელი სააბის“ ატმისფერი კაბა ეცვა, ხოლო 57 წლის კელი რუტერფორდი წითელ ხალიჩაზე შავი, გამჭვირვალე, გრძელი კაბით გამოჩნდა, რომელსაც ბრჭყვიალა ლენტები ჰქონდა.

ჟიურის თავმჯდომარე სამხრეთ კორეელი რეჟისორი პარკ ჩან-ვუკი იყო, რომლის შემადგენლობაშიც წელს მური, ქლოე ჟაო და სტელან სკარსგარდი შედიოდნენ. გახსნითი ფილმი პიერ სალვადორის კომედია „ელექტრო კოცნა“ იქნება. მთავარ კონკურსში სულ 22 ფილმი მონაწილეობს, მათ შორის პედრო ალმოდოვარისმწარე შობა“, ასგარ ფარჰადის „პარალელური ისტორიები“, ანდრეი ზვიაგინცევის „მინოტავრი“ და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები