საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის, ბრიჯიტის ირგვლივ ახალი სკანდალური დეტალები ვრცელდება. ფრანგული მედიის ინფორმაციით, გასულ წელს გავრცელებული ვიდეო, სადაც საფრანგეთის პირველი ლედი პრეზიდენტს თვითმფრინავში სილას აწნავს, შესაძლოა, ემანუელის ფლირტს უკავშირდებოდეს.
ვიდეო: ბრიჯიტ მაკრონმა მეუღლეს კვლავ საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა
ფრანგული გამოცემა, Le Parisien წერს, რომ 48 წლის მაკრონს, სავარაუდოდ, „პლატონური ურთიერთობა“ ჰქონდა ფრანგ-ირანელ მსახიობ, გოლშიფტე ფარაჰანთან. წყაროს ცნობით, მათ რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიური მიმოწერა ჰქონდათ, ხოლო პრეზიდენტის შეტყობინებებს შორის იყო ფრაზებიც, როგორიცაა: „ჩემი აზრით, შენ ძალიან ლამაზი ხარ“.
გამოცემის ინფორმაციით, დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრიჯიტ მაკრონმა მეუღლის ტელეფონში მსახიობის შეტყობინება ნახა. როგორც ვარაუდობენ, სწორედ ამის შემდეგ მოხდა ის ინციდენტი, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო.
ცნობისთვის, ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები 2007 წელს დაქორწინდნენ. ბრიჯიტი მაკრონის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელია. პირველ ქორწინებაში ბრიჯიტს სამი შვილი ჰყავს და ამჟამად შვიდი შვილიშვილის ბებიაა. წყვილს საერთო შვილები არ ჰყავს.
ბრიჯიტი კვლავ განრისხებულია – საფრანგეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი აღმოსავლეთ აზიაში იმყოფებიან
