LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ცელოფანი აცვია?…, სახის გადაჭიმვა დაავიწყდა?“ – 63 წლის დემი მურის უახლესი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

366
page

„კანის 79-ე კინოფესტივალის“ ოფიციალურ გახსნაზე, „ჟაკმუსის“ ვერცხლისფერ კაბაში, შთამბეჭდავი გამოჩენის შემდეგ, დემი მური ახალი დოკუმენტური ფილმის, Groundswell პრემიერას დაესწრო.

მსახიობი წითელ ხალიჩაზე შთამბეჭდავი კაბით გამოჩნდა, რომელიც მბზინავი ტიულის ქსოვილით იყო გაფორმებული და ვიზუალურად გამჭვირვალე ცელოფანს მოგაგონებდათ. ეს გახლდათ „გუჩის“ ექსკლუზიური, ლავანდისფერი კაბა, რომელსაც 63 წლის მსახიობმა სველი თმის ეფექტის ვარცხნილობა შეუხამა.

ვარსკვლავის გამოჩენა მალევე იქცა სოციალური ქსელებისა და ტაბლოიდების განხილვის თემა, ხოლო მისი კაბა „კანის ფესტივალის“ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ „ლუქად“ დასახელდა.

„ცელოფანი აცვია?“, „სახის გადაჭიმვა დაავიწყდა?“, „ყველაზე გამორჩეული კაბაა“. „საოცარი ქალია, ასაკი არ ეტყობა“, – არ წყდება კომენტარები.

63 წლის დემი მური „ჟაკმუსის“ ვერცხლისფერ კაბაში „კანის კინოფესტივალის” წითელ ხალიჩაზე

„20 წლით გაახალგაზრდავდა!“ – რა პროცედურები აქვს ჩატარებული დემი მურს მანამ, სანამ მსოფლიო ახალგაზრდული იერით შოკში ჩააგდო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები