LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Pussycat Dolls და ბასტა რაიმსი American Music Awards-ზე საკულტო ჰიტს – Don’t Cha შეასრულებენ

109
photo-collage.png (3)

25 მაისს, American Music Awards-ის სცენაზე, The Pussycat Dolls-ის საზეიმო დაბრუნება შედგება. პირველად, PCD დაჯილდოებაზე 2006, ხოლო მეორედ, 2008 წელს წარდგა.

ცნობილია, რომ ჯგუფი ცერემონიაზე სადებიუტო პერფორმანსიდან 20 წლის აღსანიშნად იმღერებს და საკულტო ჰიტს – Don’t Cha შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ამ გამოსვლას ბასტა რაიმსიც შეუერთდება, რაც შოუს განსაკუთრებულს გახდის, ვინაიდან სიმღერა, რომელიც 2005 წლით თარიღდება, სწორედ რეპერთან კოლაბორაციაა.

ამასთან, კოლექტივი და ჰიპ ჰოპ არტისტი 2005 წლის შემდეგ პირველად გაერთიანდებიან. მათი ერთობლივი შესრულებები ძირითადად იმავე წელს, ტრეკის რელიზის პერიოდში შედგა.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის შემდეგ, The Pussycat Dolls ახლახან ტრიოს სახით, ნიკოლ შერზინგერის, ეშლი რობერტსისა და კიმბერლი უაიტის შემადგენლობით დაბრუნდა და დაფუძნებიდან 20 წლის აღსანიშნავი, საიუბილეო ტურნეც დააანონსა.

ოფიციალურად! – The Pussycat Dolls ტრიოს სახით დაბრუნდა და ,,ქამბექ” სინგლიც წარადგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები