ბრედ პიტი და ინეს დე რამონი ლოს-ანჯელესში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ. 62 წლის პიტი და 33 წლის დე რამონი ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ. ისინი წითელ ხალიჩაზე ერთად პოზირებდნენ და ხშირად ეხუტებოდნენ ერთმანეთს.
ოსკაროსანი მსახიობი ელეგანტურად გამოიყურებოდა ღია ყავისფერ კოსტიუმში და თეთრ პერანგში. მის სტილს დამატებით გლამურს 70-იანი წლების შთაგონებით შექმნილი ოქროსფერჩარჩოიანი სათვალე და შავი ტყავის ფეხსაცმელი სძენდა.
რაც შეეხება ინეს დე რამონს, მას სხეულზე მომდგარი წითელი კაბა ამშვენებდა.
სიყვარული იახტაზე – ბრედ პიტის რომანტიკული უქმეები ინეს დე რამონთან ერთად – პაპარაცული ფოტოები
გვრიტების სეირნობა შუა ღამით კუნძულზე – ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის უახლესი გამოჩენა