მძღოლი, რომელიც დღეს საპატრიარქოს რეზიდენციის ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია – აღნიშნული ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საპატრიარქოსთან სამართალდამცველები მუშაობენ.
ცნობისათვის, საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა დღეს შევარდა. შემთხვევის შედეგად, მოგლეჯილია საპატრიარქოს ჭიშკარი და შლაგბაუმი.
