მსახიობი ქეთი ჩხეიძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს თავისი ყოფილინ მეუღლის შესახებ, რომელთან ერთდაც 18 წელი გაატარა. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
ქეთი ჩხეიძე:
მე და ერეკლე დაახლოებით ერთი სოციალური ფენის წარმომადგენლები ვიყავით, ერთი წრის, ერთი კატეგორიის ოჯახის წევრები, ამიტომ ყველაფერი შეთანხმებით იყო. ჩვენს მშობლებს ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდათ. მერე დავოჯახდით, ორი შვილი შეგვეძინა, ნიკოლოზ და ელენე ღლონტები.

რამდენი წელი იყავით ერთად?
18 წელი. ერეკლე კარგი მამა იყო და არის, ყოველთვის ზრუნავდა შვილებზე.

პირველი თქვენ წახვედით?
არავინ არ წავიდა და წამოვიდა. უბრალოდ, დავიშალეთ, სხვადასხვა სახლში გადავედით საცხოვრებლად. რა თქმა უნდა, მძიმე იყო განშორება, მაგრამ დავძლიე. პირველად რთულია, მერე კი ეჩვევი. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი…
