14 მაისს, გარდაბანში მომხდარმა უმძიმესმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა – გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილზე ემსხვერპლა 7 ახალგაზრდა, მე-8 დაშავებული ახალგაზრდა კი 15 მაისს, კლინიკაში გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულები 22 მაისს დაკრძალეს. დაკრძალვის კადრებს აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს და წერს:
„სიჩქარე კლავს, ნელა იარეთ!
Sürət öldürür, yavaş sürün!
გარდაბანში 9 დღის წინ მომხდარ ტრაგედიას 8 ახალგაზრდიდან ოთხს დღეს გასვენეს.
დაკრძალვა შავი ზურნით/საკრავით ჩატარდა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე ისე დაასრულეს, რომ ვერ მოასწრეს დაოჯახება, საკუთარი ქორწილის ნახვა
ოთხის ცხედარი იმდენად იყო დაზიანებული, რომ მათი იდენტიფიცირება მხოლოდ დნმ ანალიზით მოხერხდა.
ორი ძმა ბირლიკიდან ( გარდაბანი) იყო, ორი იორმუღანლოდან ( საგარეჯო)
გამძლეობა ოჯახს“, – წერს სამირა ბაირამოვა.
