LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სათვალეებიანი პიცა“ – ბედ ბანი Toy Story 5-ის ახალი პერსონაჟის ხმაა

110
photo-collage.png (8)

19 ივნისიდან ეკრანებზე საკულტო ანიმაციური ფილმის – ,,სათამაშოების ისტორია” მეხუთე ნაწილი გამოჩნდება. მომავალი პროექტის სიუჟეტი სათამაშოების ბრძოლას ეხება — ისინი ბავშვების ყურადღების მოსაპოვებლად თანამედროვე ტექნოლოგიას, პლანშეტ – Lilypad-ს უპირისპირდებიან.

ახალ ნაწილში, ძველ საყვარელ პერსონაჟებთან ერთად ახალი გმირიც, სახელად „სათვალეებიანი პიცა“ გამოჩნდება.

ახლახან გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ მისი გამხმოვანებელი, ბედ ბანია. Pizza with Sunglasses არის ერთ-ერთი იმ დავიწყებული სათამაშოებიდან, რომლებიც მიტოვებულ ეზოში, ფარდულში ცხოვრობენ.

საინტერესოა, რომ ბედ ბანი პერსონაჟს როგორც ინგლისურ, ისე ესპანურ ენაზე ახმოვანებს.

ბედ ბანისთვის ეს როლი ერთგვარი „წრის შეკვრაა“, რადგან ის ბავშვობიდან ფრენჩაიზის დიდი ფანია. პანდემიის დროს მან ვიდეოც კი გამოაქვეყნა, სადაც თავისი სათამაშოებით ფილმის სცენებს ათამაშებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები