52 წლის პენელოპე კრუზმა აღიარა, რომ ფილმ Black Ball-ის გადაღებების პერიოდში სიკვდილის შიში ჰქონდა. მსახიობის თქმით, გადაღებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ექიმებმა მას ტვინის ანევრიზმა დაუდგინეს.
„როდესაც ფილმის გადასაღებად მივემგზავრებოდით, ექიმებმა მითხრეს, თქვენ ტვინის ანევრიზმა გაქვთ. მეგონა, რომ მალე მოვკვდებოდი. ეს ყველაფერი სრულად არარეალურად მეჩვენებოდა. მე ყოველივე ეს მთელ გადამღებ ჯგუფთან ერთად გავიარე. მხოლოდ მათ იცოდნენ ჩემი მდგომარეობის ყველა დეტალი და გადასაღებ მოედანზე უდიდესი მხარდაჭერა გამიწიეს“, – განაცხადა სახიობმა „კანის კინოფესტიავლზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, წელს პენელოპე კანში სწორედ აღნიშნული ფილმის გამო ჩავიდა, რომელიც ფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.
დახვეწილი სტილი და უშრეტი ქარიზმა – 51 წლის პენელოპა კრუსი გამოცემა Perfect-ის გარეკანზე

