LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

92 წლის მამაკაცმა და 85 წლის ქალმა 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იქორწინეს

103
ქირიას NEWS შაბლონი (3)

დიდ ბრიტანეთში 92 წლის ჯიმი კუპერმა და 85 წლის ანდრეა კალენმა 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქორწილი მოხუცთა სახლში გადაიხადეს.

წყვილი ერთმანეთს მაშინ შეხვდა, როცა მეზობლები იყვნენ, ორივე სპეციალურ საცხოვრებელ ბინებში ცხოვრობდა, რომლებიც ყოველდღიური დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

2026 წლის თებერვალში ანდრეა მოხუცთა სახლში გადავიდა, ჯიმი კი მას ყოველ დღე აკითხავდა. წყვილმა სწორედ იქ გადაწყვიტა ქორწილის გადახდაც.

ცერემონიის ორგანიზებაში მათ მოხუცთა სახლის თანამშრომლები დაეხმარნენ – დაწესებულების მზარეულებმა სადღესასწაულო სუფრა მოამზადეს, ხოლო ადგილობრივმა პასტორმა საქორწინო ცერემონია ჩაატარა.

ჯიმი კუპერის თქმით, მისი მეუღლე სიცოცხლით სავსე და ძალიან მხიარული ადამიანია. თავის მხრივ, ანდრეა კალენი მეუღლის მზრუნველობასა და სიკეთეს უსვამს ხაზს.

„ის ყოველთვის ხვდება, რა მჭირდება ბედნიერებისთვის“, – ამბობს კალენი.

მოხუცთა სახლის წარმომადგენლების განცხადებით, ეს ისტორია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ადამიანების ცხოვრება და მნიშვნელოვანი ემოციები ასაკზე არ არის დამოკიდებული. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები