LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენთან განქორწინების შემდეგ, კარიერა შვილების გამო მეორე პლანზე გადავწიე“ – ჯენიფერ გარნერი InStyle-ის გარეკანზე

116
page

მსახიობმა, ჯენიფერ გარნერმა გამოცემა InStyle-ის ახალი ნომრის გარეკანი დაამშვენა, ფერად ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და პირად ცხოვრებაზეც გულახდილად ისაუბრა.

„ყველაზე რთული ოჯახის დანგრევა იყო“ – ჯენიფერ გარნერის Marie Claire UK-ის გარეკანზე და საუბრები ბენ აფლეკზე

54 წლის მსახიობმა ინტერვიუში აღიარა, რომ ბენ აფლეკთან განქორწინების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამსახიობო კარიერისთვის ნაკლები დრო ჰქონდა და მთავარი ყურადღება შვილების აღზრდაზე გადაიტანა.

„როდესაც ჩემი შვილები პატარები იყვნენ, ძალიან ცოტას ვმუშაობდი. შემდეგ ჩვენს ოჯახში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები და სირთულეები მოხდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში თითქმის საერთოდ არ მიმუშავია. განქორწინების შემდეგ კარიერა შვილების გამო მეორე პლანზე გადავწიე. ბოლო წელიწად ნახევარი ჩემთვის ნამდვილი საჩუქარი იყო, რადგან უბრალოდ ვტკბებოდი მსახიობობით. ეს პროფესია გარკვეულწილად ეგოისტურიცაა, რადგან მთლიანად საკუთარ საქმეზე უნდა იყო კონცენტრირებული“, – განაცხადა გარნერმა.

მსახიობმა ასევე ისაუბრა იმ განცდაზე, რომელსაც ბევრი მშობელი განიცდის კარიერასა და ოჯახურ პასუხისმგებლობებს შორის ბალანსის ძიებისას.

„როდესაც ვმუშაობ, შვილების წინაშე ამის გამო ბოდიშს არ ვიხდი. ძალიან კარგად მესმის ის გრძნობა, როცა ფიქრობ, მთელი ჩემი თავი დედობას დავუთმე. მე კვლავ მათი დედა ვარ, არსად მივდივარ და კვლავ სრულად უნდა ვიყო ჩართული მათ ცხოვრებაში.“

ცნობისთვის, ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი 2018 წელს ოფიციალურად განქორწინდნენ. ყოფილ წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავს და მიუხედავად დაშორებისა, ისინი შვილების აღზრდაში ერთად აქტიურად იღებენ მონაწილეობას.

ჯენიფერ გარნერისა და ბენ აფლეკის ქალიშვილი წლების შემდეგ პირბადის გარეშე გამოჩნდა – 20 წლის ვაიოლეტის უახლესი ფოტოები

თოფებით შეიარაღებული ექს-მეუღლეები – ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი კვლავ ერთად გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები