LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მისი მიღწევები ხელოვნურ ინტელექტსაც კი აღემატება” – სტივენ სპილბერგი ტეილორ სვიფტზე – არტისტი სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში შეიყვანეს, რაც ისტორიული მოვლენაა

178
download (2)

11 ივნისს, ნიუ-იორკში, სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საიუბილეო, 55-ე საზეიომო ღონისძიებაზე ტეილორ სვიფტიც გამოჩნდა, რომლის ლაურეატთა შორის მოხვედრა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად იქცა.

სვიფტი Songwriters Hall of Fame-ში უფლებამოსილების პირველივე წელს შევიდა. ამასთან, 36 წლის ასაკში პირველი ახალგაზრდა ქალი გახდა, ვისაც წილად ეს პატივი ხვდა.

ტეილორი სცენაზე სტივენ სპილბერგმა წარადგინა. ლეგენდარულმა კინორეჟისორმა აღნიშნა, რომ მომღერლის მიღწევები ხელოვნურ ინტელექტსაც კი აღემატება.

სამადლობელ სიტყვაში სვიფტმა თქვა, რომ 23-წლიანი კარიერის განმავლობაში, ინდუსტრიის ბრძოლებისა და პირადი ცხოვრების დაკარგვასთან გამკლავების ფონზე, სიმღერების წერა ერთადერთი რამ იყო, რაც მისთვის ყოველთვის ბუნებრივად და მარტივად ხდებოდა.

ყველა სიმღერა იწყება გრძნობით, რომელიც უნდა დავიჭირო, სანამ ის გაქრება“ – დასძინა მან.

შემსრულებელმა ასევე მოუწოდა ახალგაზრდა არტისტებს, ენდონ საკუთარ ადამიანურ ინტუიციას.

დღეს, როდესაც ინდუსტრია მოცულია ციფრებით, მონაცემებითა და ანალიტიკით, ჩვენ ყველანი ვცდილობთ გამოვიცნოთ, რა გახდება ტრენდული. მწერლებს სჭირდებათ, რომ საკუთარ ინსტინქტებს ენდონ“.

სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში ასევე ოფიციალურად გაწევრიანდნენ ალანის მორისეტი, ჯგუფ Kiss-ის წევრები – პოლ სტენლი და ჯინ სიმონსი და სხვები.

სპეციალური პრემიის წლევანდელი რეციპიენტი გახდა – რეი. მას ,,ჰელ დევიდის სახელობის ვარსკვლავური ჯილდო” მიენაჭა.

ცნობისთვის, სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში შედიან მხოლოდ ის მუსიკოსები, რომელთა კომპოზიციები პოპულარულია მთელ მსოფლიოში და აღიარებულია აშშ-ის პუპულარული მუსიკის ნაციონალური აკადემიის მიერ. დადგენილი წესის თანახმად, სახელგანთქმული სიმღერების კატალოგის მქონე კომპოზიტორს დარბაზში შესვლის კვალიფიკაცია პირველი კომერციული რელიზიდან, 20 წლის გასვლის შემდეგ ეძლევა. Songwriters Hall of Fame 1969 წელს დაფუძნდა და ამჟამინდელი მონაცემებით, 500-მდე წევრს ითვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები