პატარა გაბრიელ ჩადუნელს, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის, საზოგადოება კარგად იცნობს. მას ამ ეტაპზე გერმანიაში მკურნალობენ.
გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გულშემატკივრებს მისი დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში ინტენსიურად უზიარებს. ახლახან მან კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა – გაბრიელი უკვე 3.200 კგ-ს იწონის და მისი ანალიზების პასუხებიც კარგია.
„გაბრიელი უკვე 3.200. ანალიზები კარგი გვაქვს. ინტენსიურიდან ჩამოგვიყვანეს გუშინ და გადაგვიყვანეს პალატაში.
ასევე მისი ნაწლავი კვლევით 55 სანტიმეტრია. როცა თურქეთმა აბსურდულად პატარა გვითხრა, 25 სანტიმეტრი, რაც რეალური არ იყო ზუსტად ვიცოდით, რადგან ბოლო ოპერაციაზე ქირურგმა გვითხრა, რომ 45 სანტიმეტრი იყო. ნაწლავი იზრდება და არ პატარავდება ხო?
ხო, ახლა გადავიდეთ კარგ ამბავზე, რომ ის 10 სანტიმეტრის არის გაზრდილი, რაც ძალიან კარგია. რჩევის დონეზე ბევრს გირჩევთ აქ ჩამოსვლას, თუმცა ისე არა, როგორც მე ჩამოვედი… გადმოაგზავნეთ საბუთები და დაეკონტაქტეთ კლინიკას… მე პირდაპირ ავიყვანე და ჩამოვიყვანე ბავშვი., დრო არ იცდიდა და ეს იყო ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია“, – წერს თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.
