LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სასაცილო ბიჭი დღითი დღე უფრო იზრდება და ლამაზდება..გაბი 3 კილო და 720 გრამია, ყველა ანალიზი ნორმაში აქვს..ნაწლავის ფუნქცია ნაწილობრივ აღდგენილია, საჭმელს ითვისებს“ – გაბრიელ ჩადუნელის დედა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

329
თაკო ბარბაქაძე

გაბრიელ ჩადუნელი, რომელსაც საზოგადოება განსაკუთრებით გულშემატკივრობს, წონაში დღითი დღე იმატებს.

როგორც ბიჭუნას დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში წერს, გაბი 3 კილო და 720 გრამია.

ამასთან, გაბრიელის დედა აღნიშნავს, რომ გაბის ახლა ყველა ანალიზი ნორმაში აქვს.

„ეს სასაცილო ბიჭი დღითიდღე უფრო იზრდება და ლამაზდება..გაბი 3.720 არის. ყოველდღიური ნამატი აქვს არ იკლებს და არ შეშდება.. ვინ იცის ახლა რამხელა იქნებოდა რომ არა ის ბროვიაკის ამოგდება.. ძალიან ვუფრთხილდებით, თუმცა ძალიან მოუსვენარია. გუშინ მოვიდნენ და სწავლა დავიწყეთ ყველაფრის მიუხედავად იმისა რომ უკვე ვიცით.. 5 დღიანი სწავლება გვექნება როგორ მოვუაროთ კათეტერს აპარატურას და ასე შემდეგ…კვება აპარატურა და საერთოდ ყველაფერი რაც ბავშვისთვის არის საჭირო დაზღვევამ დააფინანსა.. და სრულიად უფასოდ ყოველ კვირა მოგვაწვდიან ბავშვის ვენურ კვებას…მალე გავიწერებით და გაბის დროებით ისევ ექნება ვენური კვება შემდეგ როცა სტომის ჩასაბრუნებლად დავბრუნდებით გადასხმას მოხსნიან და მხოლოდ პირით კვებაზე გადაიყვანენ… გაბი იღებს რძეს და ასევე სტაფილოს და ხორცეულის ფაფებს, თუმცა არა იმ რაოდენობით რაც უნდა მიიღოს 8 თვის ბავშვმა.. ძალიან ნელა და ფრთხილად უმატებენ პირით კვებას ერთ ერთი კოვზით…რადგან მთლიანად მომატება კარგ შედეგს არ მოგვცემს.. ამიტომაც ესაჭიროება დროებით ვენური კვება.. რა თქმა უნდა ვივლით შემოწმებებზეც ანალიზებზე და ასე შემდეგ რაც დაჭირდება.. გაბის ახლა ყველა ანალიზი ნორმაში აქვს..ნაწლავის ფუნქცია ნაწილობრივ აღდგენილია და ითვისებს საჭმელს რაც ძალიან კარგია, წარმატებები გაბის,“ – წერს თაკო ბარბაქაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები