მადონამ ამსტერდამში, WorldPride ფესტივალის ფარგლებში სპეციალური კონცერტი – Club Confessions გამართა.
შოუს ემოციურ მომენტად მასთან ერთად სცენაზე, კაილი მინოუგის მოულოდნელი გამოჩენა იქცა.
აღსანიშნავია, რომ ეს მათი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, მეორე ერთობლივი პერფორმანსი იყო.
ორმა ცოცხალმა ლეგენდამ ერთად, მადონას ახალი ალბომიდან – Confessions II სიმღერა – Love Sensation, ასევე მადონას 2005 წლის საკულტო ჰიტი, Sorry შეასრულა.
შოუ სწორედ მადონას ახალი ალბომის პრომო ტურნეს ნაწილი იყო.
შეგახსენებთ, რომ პოპ-დივების პირველი ერთობლივი პერფორმანსი 2024 წელს, მადონას The Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში შედგა.
ვიდეო: მადონა და კაილი მინოუგი ერთად პირველად ამღერდნენ
ცნობისთვის, ამ დრომდე, მადონასა და კაილი მინოუგს მსმენელისთვის ერთობლივი სიმღერა არ შეუთავაზებიათ.