LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მჟავანაძე: „ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი მსახიობი გამოვიყვანე ეკრანზე, ერთ დღეში ვარსკვლავები გახდნენ“

189
ეკა მჟავანაძე

მსახიობ ეკა მჟავანაძის შემოქმედებითი გზა ახალი თეატრალური პრემიერებით, წარმატებული კინოპროექტებითა და კასტინგის მენეჯერობის საქმიანობით გრძელდება. მსახიობი ჟურნალ „სარკეს“ მის ცხოვრებაში მომხდარ სასიამოვნო სიახლეებს უყვება.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან:

ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი, გაგრძელდება თუ არა „ჩემი ცოლის დაქალები“?

მეც მოვკარი ყური, შეიძლება გაგრძელდეს. მეტს ვერაფერს გეტყვით. თუ გაგრძელდება, დიდ წარმატებას ვუსურვებ ამ სერიალს. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ამ პროექტზე ვიმუშავე. ეს იყო ლეგენდარული სერიალი. აქამდე მერიდებოდა და ვერ ვამბობდი, მაგრამ ახლა თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ძალიან ბევრი მსახიობი გამოვიყვანე ეკრანზე. ბევრ მსახიობს საზოგადოება ვერც კი გაიცნობდა, ეს სერიალი რომ არ ყოფილიყო. ერთ დღეში ვარსკვლავები გახდნენ.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ჟურნალში „სარკე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები