LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემების შესახებ წიგნის ავტორმა გაარკვია, როგორ და როდის „გამოუცხადა ომი“ ვიქტორიამ რძალს – ახალი დეტალები

108
page

ბექჰემების ოჯახის შესახებ წიგნის, „ბექჰემების ბრენდის“ ავტორმა, ელისონ ბოშოფმა იმ დეტალებზე ისაუბრა, რომლებიც ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის ქორწილში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.

მწერლის თქმით, ინსაიდერებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სწორედ საქორწინო ცეკვის ეპიზოდი გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ბრუკლინსა და მის მშობლებს შორის კონფლიქტი გამწვავდა.

„გპირდები, რომ ყოველთვის დაგიცავ“ – ნიკოლა პელტცი და ბრუკლინ ბექჰემები 2022 წლის ქორწილს „ბათილად ცნობენ“ – რა ხდება ბექჰემების ოჯახში

ბოშოფი მიიჩნევს, რომ ბრუკლინ ბექჰემისთვის ოჯახთან დაპირისპირება ამ ეტაპზე დასრულებული ამბავია და შერიგების პერსპექტივა პრაქტიკულად არ არსებობს.

„ბრუკლინის მხრიდან ეს ნამდვილად დასასრულია. რაც უფრო მეტ ადამიანს ვესაუბრებოდი წიგნისთვის, მით უფრო ვხვდებოდი, რომ მისთვის ეს განხეთქილება დასრულებული ამბავია. ვიქტორია და დევიდი კვლავ იმ აზრზე არიან, რომ მათ არაფერი დაუშავებიათ და სანამ ეს დამოკიდებულება ორივე მხრიდან არ შეიცვლება, შერიგების პერსპექტივა არ არსებობს“, – განაცხადა ავტორმა გამოცემა Hello-თან ინტერვიუში.

ბოშოფმა ასევე გაამხილა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ბრუკლინისა და ნიკოლას ქორწილში ვიქტორია ბექჰემისა და მისი ვაჟის ცეკვის დროს. ეს ეპიზოდი განსაკუთრებით გახმაურდა მას შემდეგ, რაც ბრუკლინმა დედა იმაში დაადანაშაულა, რომ მან მისთვის მნიშვნელოვანი მომენტი „გააფუჭა“.

„თავიდან ჩემთვის გამოცანა იყო, რა მოხდა ქორწილში და რატომ გამოიწვია ამ ცეკვამ ასეთი მასშტაბური რეაქცია. შემდეგ კი ვიღაცამ მითხრა, რომ ბექჰემები და პელტცების ოჯახი ქორწილამდე სამი თვის განმავლობაში ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ“, – ამბობს ბოშოფი.

მისი თქმით, ქორწილში ნიკოლას მამამ, ამერიკელმა მილიარდერმა ნელსონ პელტცმა, თანხა გადაიხადა იმისთვის, რომ პატარძალს ცეკვის წინ კაბა გამოეცვალა.

„ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სწორედ იქ დაიწყო ომი. ვფიქრობ, ყველა, ვინც იმ დროს იქ იმყოფებოდა, ხვდებოდა, რომ რაღაც ისე არ წავიდა. იმ მომენტში ვიქტორიას ბოდიში რომ მოეხადა, დღეს ამ მდგომარეობაში არ იქნებოდნენ“, — აღნიშნა მწერალმა.

ბოშოფის თქმით, ბექჰემების გარემოცვაში ზოგიერთი ადამიანი ოჯახურ კონფლიქტში ნიკოლა პელტცს ადანაშაულებს.

„ზოგი ამბობს, რომ ნიკოლა მანიპულატორია. თუმცა ვფიქრობ, ასე ხშირად იმ ქალებზე საუბრობენ, რომლებმაც იციან, რა სურთ და დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. რატომ უნდა წავიდეს ის კომპრომისზე? ეს მისი ურთიერთობაა. იგივე შეიძლება ითქვას დევიდსა და ვიქტორიაზეც, მე კარგად მესმის მათი პოზიციაც“, – განმარტა მან.

ამასთან, ავტორი მიიჩნევს, რომ ნიკოლა პელტცთან დაკავშირებულმა სკანდალმა დევიდისა და ვიქტორია ბექჰემების ურთიერთობა, პირიქით, კიდევ უფრო გაამყარა.

„როდესაც ნიკოლასთან დაკავშირებული სიტუაცია განვითარდა, მითხრეს, რომ ამან ისინი დააახლოვა, რადგან ამ საკითხში ერთიანი პოზიცია აქვთ და ერთმანეთს მხარს უჭერენ. ისინი ძალიან შეკრული წყვილია და, როგორც ჩანს, ერთმანეთთან არასდროს ყოფილან ისეთი ბედნიერები, როგორც ახლა“, — ამბობს ბოშოფი.

ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის ქორწილი 2022 წელს შედგა, თუმცა ცერემონიაზე მომხდარი უთანხმოებები წლების შემდეგაც გრძელდება და ბექჰემების ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სკანდალად რჩება

დადასტურდა! – გამწარებული ნიკოლა კრიზისშია, ჰარპერი კი განადგურებული – ბექჰემი-პელტცის ოჯახური დაპირისპირება პიკს აღწევს

ბრუკლინ ბექჰემმა დას დაბადების დღე ჩაუმწარა – ფოტოები ჰარპერ ბექჰემის იუბილედან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები