LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკმა დაბადების დღე ყოფილ ცოლთან და შვილებთან ერთად გაატარა – პაპარაცული ფოტოები

174
page

ბენ აფლეკმა 54-ე დაბადების დღე შვილებთან და ყოფილ მეუღლესთან, ჯენიფერ გარნერთან ერთად გაატარა. ოსკაროსანი მსახიობი შაბათს, სანტა-მონიკაში გადაიღეს.

54 წლის აფლეკმა დაბადების დღისთვის თავისუფალი, თუმცა ელეგანტური სტილი აირჩია. მას თეთრი, ზოლიანი პერანგი, მუქი ლურჯი შარვალი და კომფორტული ფეხსაცმელი ეცვა.

აფლეკი შვილებთან, 17 წლის ფინთან და 14 წლის სამუელთან ერთა ძვირადღირებულ მაღაზია Farmshop-ში იშოპინგა.

მიუხედავად იმისა, რომ აფლეკი და გარნერი ერთად კადრში არ გამოჩენილან, 53 წლის მსახიობი იმავე დროს სწორედ იმ მაღაზიაში შენიშნეს. გარნერს მუქი მწვანე ლეგინსები, შავი ზედა და სპორტული ფეხსაცმელი ეცვა.

„ბენიფერი“ ბრუნდება? – ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის შესახებ გავრცელებული ცნობები მსოფლიო მედიას იპყრობს

ბენ აფლეკი ქალიშვილთან ერთად გადაიღეს, რომელმაც სახელი გადაიკეთა და ფინი დაირქვა

ჯენიფერ გარნერისა და ბენ აფლეკის ქალიშვილი წლების შემდეგ პირბადის გარეშე გამოჩნდა – 20 წლის ვაიოლეტის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები