მომღერალ დოლი პარტონის ხსოვნის პატივსაცემად, შეერთებული შტატების მასშტაბით, სახელმწიფო დროშა ერთი კვირით დაეშვება, – გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
აშშ-ის პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს პარტონის შემოქმედების მილიონობით თაყვანისმცემელს და აცხადებს, რომ „მისნაირი არავინ ყოფილა და არც არასდროს იქნება“.
„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ახლახან გარდაიცვალა დოლი პარტონი – ქანთრი მუსიკის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი შემსრულებელი და არა მხოლოდ. ეს ნამდვილი დანაკარგია მილიონობით ადამიანისთვის. მისნაირი არავინ ყოფილა და არც არასდროს იქნება. მის პატივსაცემად, დღეს საღამოს 6:00 საათიდან, შეერთებული შტატების მასშტაბით, ამერიკის დროშას ერთი კვირით დავუშვებ. მშვიდად განისვენე, დოლი! სამყაროს უყვარხარ,” – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
გარდაიცვალა საკულტო არტისტი – დოლი პარტონი
