LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული რეიტინგი – Billboard-მა ყველა დროის საუკეთესო ლათინოამერიკელი არტისტები და სიმღერები დაასახელა

297
photo-collage.png - 2026-10-12T175345.294

ჟურნალმა – Billboard თავისი საკულტო ჰიტ-აღლუმის – Hot Latin Songs დაარსებიდან 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სპეციალური პროექტი წარადგინა.

გამოცემამ შეაჯამა ჩარტის მონაცემები 1986 წლის 4 ოქტომბრიდან 2026 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში და გამოავლინა ყველა დროის 50 საუკეთესო ლათინოამერიკელი შემსრულებელი და 100 უდიდესი ჰიტი.

ისტორიული რეიტინგის მიხედვით, ყველა დროის საუკეთესო ლათინოამერიკელ არტისტად, პუერტო-რიკოელი სუპერვარსკვლავი – Bad Bunny დასახელდა, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან: ენრიკე იგლესიასი და ლუის მიგელი.

შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში ჩარტში 17 პირველი ადგილი და რეკორდული, 89 საუკეთესო ათეულის ჰიტი დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ ათეულში შაკირას სახით, მხოლოდ ერთი ქალი არტისტი მოხვდა.

ყველა დროის უდიდეს ლათინოამერიკულ ჰიტად ლუის ფონსისა და დედი იანკის Despacito ჯასტინ ბიბერის მონაწილეობით აღიარეს. ამ სინგლმა 2017 წელს საერთო არაჟანრობრივ ჩარტში – Billboard Hot 100, რეკორდული 16 კვირა გაატარა პირველ პოზიციაზე.

სიმღერების ტოპ-ხუთეულში ერთდროულად ორი ადგილი დაიკავა ბედ ბანიმ. ჰიტებით – DtMF და Dákiti ის მე-3 და მე-4 ადგილებზე განთავდა.

საინტერესოა, რომ ჩარტის 40 წლის განმავლობაში სულ 200-მდე შემსრულებლის 400-ზე მეტმა სიმღერამ მოახერხა ყოველკვირეული რეიტინგის სათავეში მოხვედრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები