დონალდ და მელანია ტრამპებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში, რომლის ფარგლებში სპეციალურ საიტზე იდება ინფორმაცია მარშრუტზე, რომლითაც სანტა კლაუსი ჩრდილოეთ პოლუსიდან მოფრინავს.
ერთერთ სატელეფონო ზარზე, ტრამპმა 7 წლის ბიჭს კოლემანს კითხა „სანტა-კლაუსის გჯერა? ეს 7 წლის ასაკში იშვიათია, არა?“ პასუხის მოსმენის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ჩაიცინა და ასე დაამთავრა საუბარი: “კარგი, გაერთე”.
მელანია ტრამპმა კი, ერთერთ ბავშვს უთხრა, რომ სანტა საჰარაში იმყოფებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, მან ერთერთ ბავშვს უთხრა, რომ სანტა მაროკოდან შორს იყო, თუმცა მის სახლში დილით იქნებოდა.
მოგვიანებით, ტრამპმა “ტვიტერზე” დაპოსტა, რომ ამ აქციაში მონაწილეობა მისი საყვარელი საქმიანობა იყო.
„NORAD თვალს ადევნებს სანტას“ ტრადიციად აშშ-ში 1955 წლიდან ჩამოყალიბდა, როდესაც სავაჭრო ცენტრის რეკლამაში შეცდომით იყო მითითებული აშშ-ის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის კონტინენტალური სარდლობის (NORAD) ტელეფონის ნომერი, რომლითაც ბავშვებს სანტაკლაუსისთვის შეეძლოთ დაერეკათ. მას შემდეგ სამხედროები ყოველ წელს იღებენ მონაწილეობას აღნიშნულ აქციაში და ბავშვებს უყვებიან სანტაკლაუსის მოგზაურობის გამოგონილ მარშრუტზე.