LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება – გამოძიებამ ამტვირთავის ვინაობა და ადგილსამყოფელი დაადგინა

shinagan_sakmeta_saministros_shenoba

შსს-მ პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელების საქმეზე FACEBOOK -ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს მოქალაქის სავარაუდო ვინაობა დაადგინა, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ facebook-ის გვერდით- “buba lomtatidze” – ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ი, რომელმაც სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში, ინტერნეტ-სივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ირკვევა რომ საქართველოს საზღვარი, მან მეუღლესთან ერთად 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა. საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას, ამოღებულია მისი კუთვნილი „samsung”-ის მოდელის მობილური ტელეფონი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა, მათ შორის პირი, რომელმაც “youtube”-ზე კადრები ატვირთა“, – აცხადებენ შსს-ში.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოს  საქმეზე სულ 17 პირი დააკავეს, 3 მათგანი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში იმყოფება, 14 კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g