LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენიღბული ტეილორ სვიფტი და ჯო ელვინი პაპარაცებმა მაინც იცნეს (ფოტო)

180
xswift30032019-zahod.jpg.pagespeed.ic.3d5DBOG3gL

ამ დღეებში, ტეილორ სვიფტი ბოიფრენდთან, ჯო ელვინთან ერთად, უცნაურ გარემოებაში დააფიქსირეს.

საქმე ისაა, რომ ვარსკვლავური წყვილი, რომელიც პირად ცხოვრებაზე მედიასთან საჯაროდ არ საუბრობს, ნიუ-იორკის ქუჩებში შენიღბული გამოჩნდა.

ვარდისფერი პარიკი, ქუდი და ნიღაბი – ეს 29 წლის შემსრულებლისა და 28 წლის მსახიობის ის აქსესუარები იყო, რომლებიც მათ პაპარაცებისგან თავის დაღწევის მიზნით მოირგეს.

აღმოჩნდა, რომ მცდელობა ახალგაზრდა ვარსკვლავებს წყალში ჩაუვარდათ, რადგან მათი ცნობა პროფესიონალ თვალს არ გასჭირვებია.

შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტი პაპარაცებს ორიგინალური გზით აქამდეც არაერთხელ დამალვია. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გასული წლის ზაფხულში დაფიქსირდა, როცა ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მომღერალი ქალაქში, ჩემოდანში მჯდარი გადაადგილდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები