LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანას იშვიათი გამოჩენა მილიარდერ ბოიფრენდთან ერთად (ფოტო)

227
12225310-0-image-a-11_1555147149754

მიუხედავად იმისა, რომ მედიაში ხშირად იწერება მათი დაშორების შესახებ, როგორც ჩანს, რიანა და ჰასან ჯამილი კვლავ რომანტიკულ ურთიერთობაში არიან.

იმ ფონზე, როცა წყვილს იშვიათად ხედავენ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მათი ყოველი გამოჩენა მედიის განხილვის თემა ხდება.

ამ დღეებში, ბარბადოსელი ლამაზმანი და არაბი მილიარდერი, პაპარაცებმა მანჰეტენზე მაშინ გამოიჭირეს, როცა ისინი ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში სავახშმოდ მიდიოდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ 31 წლის შემსრულებელი და 30 წლის ბიზნესმენი პაემანზე ცალ-ცალკე მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ რიანასა და ჰასან ჯამილის რომანი სტარტს 2017 წლიდან იღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები