გასულ წელს ქსელში აქტიურად განიხილებოდა კენდალ ჯენერისა და ბენ სიმონსის რომანი, რომელიც ტაბლოიდების მტკიცებით, დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში, ინფორმაცია ,,ვიქტორიას სიკრეტის” ანგელოზისა და ,,სიქსერსის” მოთამაშის დაშორების შესახებ, ქსელში გავრცელებულმა ახალმა ფოტოებმა გაამყარა, რომლებშიც ამერიკელი ვარსკვლავი ლუკა საბატთან ერთად მონაკოშია გადაღებული.
ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ 23 წლის მოდელი და მისი 21 წლის კოლეგა დროს არაჩვეულებრივად ატარებენ, მზეს ეფიცხებიან და იახტით ხმელთაშუა ზღვაში სეირნობენ.
შეგახსენებთ, რომ შარშან, ლუკასს კენდალის 40 წლის ნახევარდასთან, კორტნი კარდაშიანთან რომანს მიაწერდნენ.