LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ტრადიციები შევინარჩუნოთ – პატრიარქი

205
ქადაგება

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე და ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

„დღეს კაცობრიობა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა, რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლობით მორჩილებით, კეთილი საქმეებით. ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი. მას არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე. ადამიანს სჭირდება მადლი ღვთისა.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ეს სიწმინდე, ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი. ღვთისმშობლის შუამდგომლობით ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ“,- განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურებაზე სამების საკათედრო ტაძარში აბიტურიენტები დალოცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g